7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, როგორც გასულ სხდომებზე, კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად დაესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

banner
წინა სტატიაში“რეკომენდაციაა, არ გააგრძელოთ მიღება” – ვენეციის კომისია ჰომოფობიურ კანონპროექტს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაშსს – ნარკოდანაშაულისთვის 24 პირია დაკავებული, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია