7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც აღნიშნული საქმის მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, სასამართლოს ოფიციალური განცხადება არ ჰქონდა, რომლითაც პროცესის გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე შეეძლო.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე განცხადების ფორმით მოითხოვეს, რომ სასამართლოს პენიტენციური სამსახურისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად აუცილებელი ზომების მიღება დაევალებინა, რაზეც შესაბამისი დაპირება მიიღეს.

შოთა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ დამატებითი წერილის გაგზავნა პენიტენციურ სამსახურზე გავლენას მოახდენს და სააკაშვილს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„დღეს გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა მომზადებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოვიდა პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ სხდომის ჩატარება იყო შეუძლებელი. თუმცა, განცხადების ფორმით მოვითხოვეთ სასამართლოს დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის აუცილებელი ზომების მიღება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად. სამწუხაროდ, სასამართლომ შუამდგომლობა არ მიიღო, თუმცა დაგვპირდა, რომ დღესვე მიმართავენ პენიტენციურ სამსახურს და მოითხოვენ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გაწეულ ღონისძიებებზე.

იმედი გვაქვს, რომ დამატებითი წერილის გაგზავნა გავლენას მოახდენს პენიტენციურ სამსახურზე და სააკაშვილს გაუწევენ შესაბამის დახმარებას”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაბრეგაძე – პატიმარზე ზრუნვის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით