7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი თავად სააკაშვილის პოზიცია გახდა, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც ვერ ჩაერთო, რის გამოც, მან მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებს შუამდგომლობის დაყენება სურდათ, რომელიც მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შეეხებოდა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილს პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონდა, კოლეგიამ სხდომა გადადო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგახარია – „ნაცებმა“ და „ქოცებმა“, ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ
შემდეგი სტატიარუსეთ-აფრიკის სამიტზე მიწვეული 54 აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტებიდან, რუსეთში მხოლოდ 17 ჩავა