“7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი” – კალაძე

7 ნოემბრის 11 წლისთავს თბილისი მერი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ

„ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიისა თუ ლობისტების საშუალებით მაქსიმალურად შეეფუთა 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს უცხოეთშიც. 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებულები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და მე ამით კმაყოფილი ვარ“ – დავით ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიასაია – საარჩევნო კამპანიის პროცესში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა გრძელდება