“7 მოსამართლემ ერთხმად დაინახა, რომ რ2-ის საქმე უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიის ბედს”- რ2-ის იურისტი

„რუსთავი2“-ის იურისტის თამთა მურადაშვილის თქმიტ ევროსასამართლოს 7 -მა მოსამართლემ ერთხმად დაინახა, რომ რ2-ის საქმე არ იყო ორ კერძო პირს შორის დავა და ამის უკან ხელისუფლება იდგა. აღნიშნული განცხადება მურადაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გააკეთა. ევროსასამართლომ რ2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე გადადო:
„დადასტურდა ის, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო სამართლიანი, 7 მოსამართლის მიერ ერთხმად დადასტურდა რომ ეჭვები, რომელსაც აღძრავდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ხელისუფლეის მიერ განხორციელებული ქმედებები, ყველაფერი ის რაც რ2-ის თავს ხდებოდა ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, დადასტურდა ის რომ ე.წ ორ კერძო პირს შორის დავის უკან იდგა ხელისუფლება. 7 მოსამართლემ ერთხმად დაინახა, რომ რ2-ის საქმის გადაწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიის ბედს“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიმედოვნებთ, რომ, როგორც დღემდე იდგა საერთაშორისო თანამეგობრობა რუსთავი2-ის გვერდით, ასე გაგრძელდება მომავალშიც – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენ მოსამართლეებს რა ეშველებათ? – ეკა გიგაური