7 მილიონი ლარი გაიფლანგა – შუშანია გელათის გადახურვაზე

გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა შუშანია აცხადებს, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შუშანია საქმის რეალურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

“ქართული ოცნების მავნებლობის გამო გელათის განადგურება ისევ გრძელდება და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობა მიმართულია არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ ბიუჯეტიდან მოპარული 7 მილიონი ლარის კვალის დაფარვისაკენ. ყველა ეს ნაბიჯი, თუნდაც ის სასაცილო 12 000-ლარიანი დაჯარიმებები მიმართული ამ კვალის ჩაფარცხვისაკენ”, – თქვა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, თანამდებობები სასწრაფოდ უნდა დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობამ და დადგეს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

შუშანია გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, რათა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება არაპროფესიონალურად ჩატარებულ რესტავრაციულ სამუშაოებში, რის გამოც მე-12 საუკუნის ძეგლი ნადგურდება.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები
შემდეგი სტატიაპირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა