7 იანვრიდან მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამინდი გაუარესდება. 7 იანვრიდან მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

” როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უმეტეს ნაწილში იქნება ძლიერი წვიმა, მთაში და მაღალ მთაში – თოვლი და ქარბუქი.

მომდევნო დღეებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. კერძოდ – უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთებში და მაღალ მთებში – მოთოვს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 7 რიცხვიდან გაუმჯობესდება მეტეოროლოგიური პირობები, ქარის სიჩქარეც შემცირდება და დაიკლებს,” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშირამზან კადიროვი, მზადაა, უკრაინის სამხედრო ძალების მებრძოლი ტყვეები გაათავისუფლოს, თუ თავის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციები მოიხსნება
შემდეგი სტატიამომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა