7 აგვისტო არის დღე, როდესაც ნათლად უნდა გავიაზროთ, რა არის რუსეთი – ნიკა მელია

7 აგვისტო არის დღე, როდესაც ნათლად უნდა გავიაზროთ, რა არის რუსეთი, – ამის შესახებ მუხათგვერდის სასაფლაოზე “ახალის” თავათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ გაიხსენოს, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში და პატივი მიაგონ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ გმირებს.

დღე, როცა პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ კონკრეტული დღე, 16 წლის შემდეგ, რა მოხდა და მოვიგონოთ ყველა გმირი, ქართველი პატრიოტი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი სამშობლო. ამავე დროს, არის დღე, როდესაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, რა არის რუსეთი და რის წართმევას ცდილობს საუკუნეების განმავლობაში დღემდე ქართველებისთვის, – ამბობს ნიკა მელია.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა – 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.

ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.

საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

banner
წინა სტატიაშინორვეგიის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება