7-8 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგება

7-8 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და კიდევ ერთხელ დადასტურება ნატო-ს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, განხილული იყოს ვარშავის სამიტის შედეგების იმპლემენტაციის საკითხები და ის მიღწევებიც, რაც ქვეყანას აქვს დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარების კუთხით.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ჩრდილოატლანიკური საბჭო გახლავთ უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზიტს. მისასალმებელია, რომ ეს არის უკვე მეოთხე ვიზიტი, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების უპრეცედენტო მხარდაჭერის დადასტურებას მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან”, – აღნიშნა პრმიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ყაზბეგში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრომ კიდევ 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა