კოლუმბიაში, სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების შეფასებით, ბიძგების სიმძლავრე 6.6-დან 7.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.
ჩოკოს დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში არიან დაშავებულები და დაზიანებულია შენობები. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები ბოგოტასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა.

















