7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი პერმიაკოვს რუსეთში გაასამართლებენ

ვალერი პერმიაკოვმა 6 სულიანი ოჯახის 5-ი წევრი მოკლა, მცირეწოლოვანი ბავშვი კი დაჭრა.

გიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებივალერი პერმიაკოვს, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის 7 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარნიზონის სასამართლოში გაასამართლებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით გადაწყვეტილება სომხეთისა და რუსეთის მხარეებმა რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკების შედეგად მიიღეს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება სამხედრო ბაზის შესახებ რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული შეთანხმების წესდების მოთხოვნებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ვალერი პერმიაკოვმა დანაშაული 12 იანვარს ჩაიდინა. მან გიუმრის ბაზიდან დეზერტირობის შემდეგ ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი მოკლა. რუსმა ჯარისკაცმა დანაშაული უკვე აღიარა და ის ამ დრომდე 102–რე ბაზაზე რჩება.

banner
წინა სტატიაშილუდის მწარმოებელი კომპანიები აქციზის გადასახადის ზრდას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიარა კომენტარს აკეთებს შს მინისტრის მოადგილე გურჯანიის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე?