ბიძინა ივანიშვილმა მილიონობით დოლარი იზარალა

რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს
biZinaჟენევაში, Credit Suisse-ის ბანკირი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. გამოცემა letemps-ის ინფორმაციით, ბანკირმა თავის კლიენტს, ბიძინა ივანიშვილს მილიონობით დოლარი აზარალა. გამოცემის ინფორმაციით, თანამშრომლის დაკავებაზე განცხადება გააკთეს ბანკშიც, – Credit Suisse-ში განმარატავენ, რომ შიდა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის გამო ბანკირის დაკავების ფაქტზე წერს გამოცემა “ბლუმბერგიც”.
გამოცემის ინფორმაციითვე, ბიძინა ივანიშვილის აქტივები ბანკში მილიარდ ფრანკს აჭარბებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას კიდევ ორი კლიენტი აპირებს, რომლებმაც 70 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს.

დაკავებული ბანკირის ადვოკატის განცხადებით, მის კლიენტს პირადი გამდიდრების განზრახვა არ ჰქონია, მისი თქმით ეს იყო ინვესტიცია, რომელმაც ღირებულება დაკარგა.

კიდევ ერთი გამოცემა thelocal-ი აღნიშნავს, რომ ქართველი ოლიგარქის დანაკარგმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა.
banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: “ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით”
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულიას “ოლ სტარში” სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა