ნინო გვენეტაძე HUDOC-ის განყოფილების უფროსს შეხვდა

აგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღით დაამხო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემა HUDOC-ის განყოფილების უფროსმა სტეფანო პალერმიტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც “თაიმერს” უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი მოსამართლეებისთვის და პროცესის მონაწილე მხარეებისთვის უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემის მნიშვნელობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ექსპერტს გააცნო წინადადებები მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების და სამომავლო დახვეწის თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს განყოფილებების ხელმძღვანელები და მათი წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის HUDOC-ის ქართული ინტერფეისის შექმნის თაობაზეც იმსჯელეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი უზენაეს სასამართლოში არსებული მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების ტექნიკური დეტალების მიმოხილვას დაეთმო, სადაც სტეფანო პალერმიტთან ერთად მონაცემთა ბაზის ექსპერტი ფრანცის დოჰერტი მონაწილეობდა.

ექსპერტების მოწვევა და მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროექტის – “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში მხარდაჭერით.

banner
წინა სტატიაში,, ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს