69-ე ადგილი პრესის თავისუფლების ინდექსში – საქართველოს პოზიცია 15 პუნქტით გაუმჯობესდა

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

საქართველომ 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელს კი პრესის თავისუფლების ინდექსში 84 ადგილი ეკავა.

პირველ ხუთ ადგილზე პრესის თავისუფლების ინდექსით ფინეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები და შვედეთი არიან.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით მათი ადგილები ასე გამოიყურება: სომხეთი 78-ე, თურქეთი 149-ე, რუსეთი 152-ე აზერბაიჯანი კი 162-ე ადგილს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიკოტე თოლორდავას გადმოსვენების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს
შემდეგი სტატიაჩიტაძის ქუჩაზე 47-ე სკოლასთან სროლა იყო