გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ შშმ პირები მოინახულეს

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს ეწვივნენ და ბენეფიციარებს ძველით ახალი წელი მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ შშმ პირებს პირადად გაესაუბრნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

“საკმაოდ დიდ ხანს ვისაუბრეთ. გავარკვიეთ რა სჭირდებათ, რა აწუხებთ, რა უხარიათ. მათ თავიანთი ლექსებიც კი წაგვიკითხეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ და გავიზიაროთ მათი პრობლემები. შევეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ იმიტომ, რომ მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი ზრუნვა“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ. დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში 46 ბენეფიციარი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტია, არამედ – ეროვნული იდენტობის ნაწილიც