სად და ვის მიერ იგეგმება პოლიტიკოსების და ჟურნალისტების შანტაჟი- კილაძის სკანდალური განცხადება

,,ქრონიკა+” -ის რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედებს მარგინალთა ჯგუფი, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშანტაჟებას ცდილობენ. მისი განცხადებით ამ ჯგუფში შედის სუსის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, დიასპორის მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგვაძე, ,,მარშალ პრესის” წარმომადგენლები ოთარ სტეფანიშვილი და ლადო სადღობელაშვილი. ასევე გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია.
,,ვაშლიჯვარში სანდრო ბრეგაძის კუთვნულ რესტორანში ხდება ამ ჯგუფის წევრების შეხვედრა და სწორედ იქ იგეგმება პროვოკაციები. სანდრო ბრეგაძე გადასცემს მათ იმ დირექტივებს რომლებიც გოგაშვილისგან მოდის. 15 ათასი დოლარით ფინანასდებოდა ,,თავისუფალი თაობა”- ლადო სადღობელაშვილი და იგეგმებოდა აქციები. ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნით ,,ახალი თაობა” დღეს აღარ ფინანსდება. ფინანსდება მხოლოდ ,,მარშალ პრესი” და ის სიბინძურეები რაც ამ სააგენტოთი ვრცელდება. ასევე ვიტყვი რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები განადგურებული არ არის და ისიც ამ ჯგუფის ხელშია. მათ მიერ შანტაჟდებიან პოლიტიკურად აქტიური ადამიანები და ჟურნალისტები”- განაცხადა ელისო კილაძემ და დასძინა რომ ჯგუფის მიერ იგეგმება ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა.

ელისო კილაძემ დღესვე კიდევ ერთ პროვოკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში გაზაფხულისთვის იგეგმება ე.წ ზვიადისტთა წინააღმდეგობრივი ჯგუფების შექმნა.
,,სანდრო ბრეგაძეს სპეცსახსრებიდან მოთხოვნილი აქვს 30 ათასი დოლარი. ელოდებიან ამ თანხას რათა განახორციელონ გეგმა, თუმცა ჯგუფების შექმნა უკვე დაწყებულია. ამ ჯგუფს აქვს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ეს კადრები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოიტანა ,,ქრონიკა+”-ის ოფისშიც. როგორც ვიცი გამოძიება საქმეზე უკვე დაწყებულია და მისი დასრულების შემდეგ განვასაჯაროებ დეტალებს”- განაცხადა ჟურნალისტმა.
ელისო კილაძემ ასევე მიმართა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და სთხოვა დაიწყოს საქმის შესწავლა ან შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გაარკვევს თუ როგორ იხარჯება სპეცსახსრები.

,,პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, არ არსებობს კომპრომატი რომელსაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ. მე მათი არ მეშინია”- დასძინა მან.

banner
წინა სტატიაში“ერაყელ სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტის სტატუსი შეიჩერონ, სანამ მათი ბედი გადაწყდება”
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკია კონკრეტულ გვარებს ასახელებს და მის გასამართლებას ივანიშვილს უკავშირებს