ალეკო ელისაშვილი: სპეკულანტები და საქმის ჩამფარცხველები შოთაძემ თავის პროკურატურაში მოიკითხოს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურას უნდობლობას უცხადებ და ამბობს, რომ “გამოძიება მიდის იქით, რომ ბესელია და კობახიძე როგორმე გამოაძვრინონ”.
მთავარი პროკურორის განცხადებას ალეკო ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი დაკითხვის დროს ვიღაცეები ფარულად უღებდნენ. საკრებულოს წევრი არ გამორიცხავს, რომ ეს დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილიყო.

„სპეკულანტები და საქმის ჩამფარცხველები შოთაძემ თავის პროკურატურაში მოიკითხოს, კეზერაშვილის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთაძემ. გამოძიება მიდის იქით, რომ ბესელია და კობახიძე როგორმე გამოაძვრინონ, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, სადაც ცხრაკლიტულში ჩაკეტილ გამომძიებელთან კი არ ვიჯდები საათობით, არამედ იქ საზოგადოებაც იქნება და მედიაც და იმ ადამიანს ავასახელებ და მის დაკითხვასაც მოვითხოვ. ჩემი დაკითხვის დროს ფარული კამერით აშკარად ვიღაცები მიყურებდნენ, შეიძლება ბესელიაც იყო სადმე სავარძელში მოკალათებული და გამომძიებელს „ეჩათავებოდნენ“, აბა ახლა ეს კითხე, ახლა ეს, ასეთ გამოძიებას ამ ადამიანს მე ხელში არ ჩავუგდებ, “- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლობსდაბოლოს დაასახელებს პიროვნებას, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია ამნისტიის საქმეში კორუფციული გარიგებების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის ფედერაცია ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხს ელოდება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4158 ლარი გახდა