ნუგზარ წიკლაური განაცხადებას ავრცელებს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილებანუგზარ წიკლაური: გუშინ გვიან ღამით გავრცელდა სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლის განცხადება სადაც აზერბაიჯანული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ აზარბაიჯანს არ ააქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია შუფერხებლად მოაწოდოს ბუნებრივი აირი საქართველოს. ამ განცხადებით დადასტურდა რომ ყველა ის განცხადება რომელსაც აკეთბდა საქართველოს მთავრობა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მინისტრ კალაძის უშუალო განცხადებები იყო უბრალოდ ტყუილი და არანაირად არ შესაბამებოდა სინამდვილეს. გამომდინარე სოკარ ჯორჯიას განცხადებიდან, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არც ეკონომიკური ლოგიკა იმისათვის რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს მოლაპარაკებები გაზპრომთან და გაზარდს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ენერგეტიკული წილი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე. შესაბამისად თუ კი ეს მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა და თუ კი ხელისუფლებამ კვლავ მისცა შესაძლებლობა გაზპრომს რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობებით ქართულ ბაზარზე, ჩვენ ამას განვიხილავთ გაზპრომის ყველაზე დიდი აქციონერის ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი კეთილდღეობის და პირადი გამდიდრების მიზნით.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ გაზპრომთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება შეიძლება გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისათის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებული რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატია“პროკურატურა ანგარიშვალდებულია საპროკურორო საბჭოსთან და პარლამენტთან”