ფეხბურთის ფედერაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება საფეხბურთო სკოლა “ოლიმპის” სტადიონის დემონტაჟს. ისინი ასევე აპროტესეტებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ერთხელაც არ მისულან საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე და არსებულ სიტუაციას არ გაცნობიან. აღნიშნულ კონტექსტში, მომიტინგეები მოითხოვენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გაესაუბრნენ აქციის მონაწილეებს და მოისმინონ მათი მოსაზრებები. “თუ გლდანის სტადიონთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაინგრევა, ასეთივე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ “ოლიმპთან” დაკავშირებით, რომლის დანგრევაც თბილისის მერიის ან “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით ნაფეტვარიძემ. ფეხბურთის ფედერაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსაც ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიკლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
შემდეგი სტატიაჟურნალისტთა ქარტიის საბჭო „ტაბულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვს