სამეგრელო-ზემო სვანეთის სუსის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სუსის უფროსმა თანამდებობა დატოვა

susiსამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი ხურციამ თანამდებობა დატოვა. ,,თაიმერს” ექსკლუზიური ინფორმაცია უწყებიდან მიაწოდეს. თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შესაბამისად უცნობია რა გახდა ხურციას მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, ერთ-ერთი ვერსიით იგი სუსის ქვემო ქართლის სამსახურის უფროსად გადაყავთ. ჯერ-ჯერობით ხურციას შემცვლელის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.
შეგახსენებთ გიორგი ხურციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიცია 2014 წლის დასაწყისში ჩაიბარა. იგი წარსულშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ.

banner
წინა სტატიაშისტამბულში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს