კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთზე დამოკიდებული

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ბევრი საშუალება აქვს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებული არ გახდეს.

კითხვაზე, იღებს თუ არა როგორც ვიცე-პრემიერი, მთავრობის წარმომადგენელი, პასუხისმგებლობას, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო არ გახდება გაზმომარაგებადამოკიდებული რუსეთზე, კალაძემ განაცხადა, რომ რეალობიდან გამომდინარე, საქართველო ამ მხრივ პრივილიგირებულ მდგომარეობაშია.

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველო ვერ გახდება გაზმომარაგებადამოკიდებული რუსეთზე. ვფიქრობ, დღეს ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საქართველო მართლაც პრიორიტეტულ მდგომარეობაშია. რეალურად გვაქვს შესაძლებლობა. ფაქტობრივად, საქართველოს მომხმარებელი არის დივერსიფიცირებული, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრივი აირი “სოკარის” მილსადენიდან, “შაჰდენიზიდან” და “გაზპრომიდან”. ასევე, სამომავლოდ ალბათ გვექნება შესაძლებლობა, თუ საინტერესო იქნება, თურქმენეთიდან წამოღებული ბუნებრივი აირი, ირანიდან, თუ ეს კონკურენტუნარიანი ფასები იქნება, ამის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკაში” პირდაპირი ჩართვისას.

banner
წინა სტატიაში“ბოლო ორი წელია, “გაზპრომმა” ფულად ანაზღაურებაზე კატეგორიული მოთხოვნა დააყენა”
შემდეგი სტატია“შესაძლებელია, კონკრეტულმა პარტიებმა გარკვეული დროის შემდეგ კოალიცია დატოვონ, ეს ნორმალურია”