ნარმანიას მერობიდან გაუშვებენ, სანაცვლოდ კი ,,ქართული ოცნების“ სიის ათეულს ინაღდებს

წისაარჩევნოდ მორიგი ხმაურიანი გადადგომა იგეგმება, საუბარია თბილისის არჩეულ მერზე. დავით ნარმანიას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა იმდენად გაუფუჭდა, რომ ყოფილი პრემიერი მოქმედი მერის სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს.
“დავით ნარამანიას გადადგომა გარდაუვალია, თუმცა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ არჩეული მერის გადაყენება მმართველ პოლიტიკური ძალის წისქვილზე არ ასხამს წყალს. გადაწყდა, რომ ნარმანია საკუთარი სურვილით დატოვებს თანამდებობას, სანაცვლოდ კი საარჩევნო სიის ათეული გარანტირებული აქვს. ნარმანიამ თბილისის მერად ვერ ივარგა, ოცნებაში ფიქრობენ, რომ ეკონომისტი ნარმანია პარლამენტში ბევრად პროდუქტილი იქნება”- გვითხრა წყარომ.

გიორგი ვოლსკის თქმით, გარკვეული უკმაყოფილება თბილისის მერის მისამართით არსებობს, თუმცა მეორე მხარესაა ის წარმატებული პროექტები, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს განხორციელდა.
“დავით ნარმანიამ დაწყებული პროექტები უნდა დაამთავროს და ახალი პროექტები უნდა დაიწყოს”- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
ნარმანიას მიმართ კოალიციის შიგნითაც არსებობს უკმაყოფილება მისი გადადგომის აუცილებლობა ხშირად დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელმა წასვლამ ამ დავას წერტილი დაუსვა.
ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მერობისთვის აქტიურად ამზადებს.
კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე მერი ლაშა აბაშიძე შეასრულებს, თუმცა გადაგომიდან 60 დღეში მერის ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომელზეც არაოფიციალური ინფორმაციით, სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღრიბაშვილი იქნება.
კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგომას სწორედ ამ სქემით „დათანხმდა“. შეგხსენებთ, რომ ნარმანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, წინასაახალწლოდაც გავრცელდა. თუმცა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. “არ ვაპირებ გადადგომას. მერი არის ხალხის მიერ არჩეული და ოპოზიციის განცხადების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ“ – განაცხადა ნარმანიამ.

 

წყარო: newposts.ge

banner
წინა სტატიაშიანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობაში” აბსურდულს უწოდებენ
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ