“გავეცი განკარგულება, რომ ნებისმიერი მიუსაფარი განათავსონ თავშესაფარში”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიუსაფრების პრობლემა დედაქალაქში აღმოფხვრილია, რისთვისაც სპეციალური განკარგულებაც გასცა.

როგორც მერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი ნაწილი აღრიცხულია, თუმცა მიუხედავად ამისა, იმ მიუსაფრებს, რომლებიც აღრიცხულნი არ არიან, მათაც განათავსებენ თავშესაფარში, სანამ მათი ბედი გადაწყდება.

“დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი, რა თქმა უნდა, აღრიცხულია და ის, ვინც კარვების ქალაქში იყო, გადაყვანილია ახალ თავშესაფარში. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი მიუსაფარი გამოჩნდება, რასაკვირველია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. როგორც წესი, საპატრულო პოლიციას და სასწრაფო დახმარების სამსახურებს მოყავს შესაბამისი კონტიგენტი ადგილზე და რეგისტრაციას აკეთებს თავშესაფარი. დამატებით გავეცი განკარგულება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა რეგისტრირებული, ნებისმიერ ადამიანს განათავსებენ, ვიდრე მისი ბედი გაირკვევა”, – განაცხადა მერმა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი ქვეყნიდან გასამართლებული მიგრანტების გაძევებას მოითხოვს
შემდეგი სტატია“მთავრობაში ცვლილებები ყოველთვის იყო, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება”