უცხოელი ტურისტები საფრთხეში არ არიან

sofioგავრცელებული ინფორმაცია, რომ ზუგდიდი – ჯვარი – მესტია – ლასდილის საავტომობილო გზის კმ30 – კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე პოლონელი ტურისტები დახმარებას ითხოვენ, არ შეესაბამება სინამდვილეს – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო კობაიძემ. მისივე თქმით, იქ იმყოფებიან არა პოლონელი არამედ გერმანელი და პორტუგალიელი ტურისტები, რომლებსაც არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ისინი კვების ობიქტთან ახლოს არიან. სამაშველო სამსახურმა რამდენიმე საათის წინ გააფრთხილა ისინი, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, რადგან თოვლისგან გასაწმენდად 5 კილომეტრიან მანძილს დიდი დრო დასჭირდებოდა და შემდეგ განეგრძოთ წასვლა. მაგრამ მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. “ისინი 5 კილომეტრიან გზის გაწმენდას ელოდებიან. ამ დროისათვის მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. სიტუაცია კონტროლზე ჰყავს აყვანილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს” – აცხადებს სოფიო კობაიძე

banner
წინა სტატიაში“სამეგრელოში ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია”- საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა
შემდეგი სტატიამიხეილ დონდუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს