ხვალ თბილისში საშობაო „ალილო“ გაიმართება

თბილისში ქრისტეშობას – 7 იანვარს ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ ეწყობა. ხვალ საშობაო ალილოს მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება.

დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით 2000 წელს აღდგა. მსვლელობაში მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება მონაწილეობს.

წელს, მსვლელობა 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

რუსთაველის გამზირზე დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე თანხმლებ პირებთან ერთად შეუერთდება. ალილოს მონაწილეებს და მოსახლეობას აქვს საშუალება შეწიროს ძღვენი, ტკბილეული, ტანსაცმელი და სხვა, რომელიც შემდეგ დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს
შემდეგი სტატიათბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია – ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა წაიღო