დელისის მეტროსთან გარდაცვლილი ადამიანი უსახლკარო არ ყოფილა და სიკვდილის მიზეზი ყინვა არ გამხდარა

დელისიდელისის მეტროსთან გარდაცვლილი ადამიანი უსახლკარო არ ყოფილა და სიკვდილის მიზეზი ყინვა არ გამხდარა.

ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს.
გუშინ 14:00 სთ–ზე შემოვიდა შეტყობინება, იმასთან დაკავშირებით, რომ დელისის მეტროში მამაკაცი შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოცხადდნენ, საპატრულო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. პოლიცია დაუკავშირდა მამაკაცის ოჯახის წევრებსაც, აღმოჩნდა, რომ მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და ის შეუძლოდ მაშინ მაშინ გახდა, როდესაც მეტროში ჩადიოდა. ოჯახის წევრებს პრეტენზიები არ ჰქონიათ, მათ ექსპერტიზაზეც უარი თქვეს, შესაბამისად გამოძიებაც არ დაწყებულა” – განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელისის მეტროსთან ხანდაზმული უსახლკარო მამაკაცი ყინვის გამო გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირა გახდა 70 წლის მამაკაცის ქუჩაში გარდაცვალების მიზეზი – შსს-ს განმარტება
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღებში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება