სამეგრელოს ათი ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

a22884დასავლეთ საქართველოშიი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის ქუჩების, ასევე, სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ბოლო მონაცემებით, ყველა სოფლის ცენტრში მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. მიმდინარეობს შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კრიტიკული მდგომარეობა ან მძიმე ავადმყოფია. ამ დროისათვის ათი  ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია-იტყობინება “თაიმერის” კორესპოდენტი სამეგრელოდან.

დაზიანებული ელექტოგადამცემი ხაზების ოპრეატიულად აღდგენის მიზნით, მობილიზებულია კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა დამატებითი ბრიგადები ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, ტყიბულის, აბაშისა და ხონის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ზემო აჭარიდან.

ენერგოკომპანიის მონაცემებით, ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიფრანგი მსახიობი და მომღერალი მიშელ დელპეში გარდაიცვალა +video
შემდეგი სტატიაზუგდიდში ყინულის სახლი “ჩაიფუშა”+ფოტო