67 წლის ოზი ოსბორნი სექსუალურ დამოკიდებულებაზე მკურნალობს

67 წლის ოზი ოსბორნი სექსუალურ დამოკიდებულებაზე მკურნალობს

2ბრიტანელი მუსიკოსი ოზი ოსბორნი სექსუალურ დამოკიდებულებაზე მკურნალობს, რაც ცოლთან დაშორების მიზეზი გახდა – წერს ჟურნალი People-ი.
„უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ოზის სექსუალური დამოკიდებულება გამოუვლინდა. ამიტომ, ინტენსიური თერაპიის კურსი დაიწყო და სურს, ყველა ქალს, ვისთანაც სექსი ჰქონდა, ბოდიში მოუხადოს,“ – აცხადებს მომღერლის წარმომადგენელი.
მაისში მომღერალმა განაცხადა, რომ ცოლს, შერონს ტოვებს, რადგან რომანი სტილისტ მიშელ პიუსთან აქვს. ივნისში კი, ოსბორნმა თქვა, რომ პიუსთან ურთიერთობა მხოლოდ ხორციელი ლტოლვა იყო და ისე შერონთან სურს დაბრუნება.
ოზი და შერონი 1982 წელს დაქორწინდნენ. ოზი 67 წლისაა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მიგრანტებმა ჩხუბი მოაწყვეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიასტამბოლში „ღია ტანსაცმლის“ გამო ქალი სცემეს