67%-ის აზრით, პანდემიისას ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები ცუდი იყო – IPSOS

“მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცუდი იყო.

კითხვაზე, როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში? შედეგები ასე გადანაწილდა:

კარგი – 15%
ცუდი – 67%
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

შეგახსენებთ, IPSOS-ის წინა კვლევის თანახმად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შედეგ საკითხებში – ეკონომიკა, სიღარიბე, განათლება, ლარის კურსი, დასაქმება, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები – არც ერთ პუნქტში გამოკითხულთა აზრით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

banner
წინა სტატიაში46%-ის აზრით, ცუდი იყო ხელისუფლების ნაბიჯები პანდემიისას ჯანდაცვის მიმართულებით – IPSOS
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 52%-ის აზრით მთავრობა კორონავირუსისი პანდემიას ვერ გაუმკლავდა – IPSOS