67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა – აუდიტის დასკვნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითც გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

„შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული,” – ნათქვამია დასკვნაში.

67-ე სკოლაში, უკვე რამდენიმე დღეა საგაკვეთილო პროცესი მე-7-8-9 კლასებში წყდება. მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს. მათი უკმაყოფილება ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლებას მოჰყვა, რის შესახებაც ინფორმაცია დირექტორმა წინ დაადასტურა. ამავე დროს, შსს-ს ინფორმაციით, ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიზეზი ის არის, რომ ერთ-ერთი მშობელი პედაგოგს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

banner
წინა სტატიაშისაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის წვრთნის პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა