ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – კერძოდ, 79% ამბობს, რომ მისაღებია გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 11% ამბობს, რომ მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის.
ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
67% ამბობს, რომ მისაღებია საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 18%-სთვის ეს მიუღებელია, ხოლო 14%-მა არ იცის.
ამასთან, უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.