დავით ნარმანია: ბიძინა ივანიშვილმა სათანადო შეფასებები გააკეთა

news
: news დეკემბერი 31, 2015 12:14

დავით ნარმანია: ბიძინა ივანიშვილმა სათანადო შეფასებები გააკეთა

წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა ბიძინამ და ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასებები გააკეთა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რთულ საკითხებთან მიმართებაში, რომ ჯერ გამოვიკვლიოთ და შემდეგ დავიწყოთ ამ რთული საქმის გაკეთება, რათა არ შევცდეთ, როგორც ჩვენი წინამორბედები ცდებოდნენ ხშირად. რაც რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ცოტა მეტ დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯობია ასე გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა მიმდინარე საქმეებს, ჩვენ მიმდინარე საქმეებს ძალიან ოპერატიულად ვაკეთებთ და ეს ეტყობა კიდეც თავად შიდა საქმეებს, რომელთა ჯამური ღირებულება 2015 წელს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო ნებისმიერი წინა წლის განმავლობაში. დღის ბოლოსკენ დავასახელებთ ციფრებს და იმ უშუალო პროექტებს, რაც წლის განმავლობაში გავაკეთეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, ზოგადად როგორ შეაფასებდა გუშინ ექსპრემიერის ინტერვიუს, ნარმანიამ აღნიშნა, რომ გადაცემა სრულად არ უნახავს, მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ამონარიდებს გაეცნო, თუმცა როცა სრულად ნახავს ინტერვიუს, ამის შემდეგ შეძლებს ვრცლად საუბარს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “20:30”-ის ეთერში, დედაქალაქის მერთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ “ნარმანია თავის მოღვაწეობით არის მეცნიერი”.
ექსპრემიერის თქმით, მისთვის აღმოჩენა იყო ის, რომ თბილისი არის ძალიან რთული სამართავი და სირთულით იგი ყველა სამინისტროს აღემატება. მისივე განცხადებით, დედაქალაქში საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს და დავით ნარმანიას მიმართ გამოთქმული კრიტიკის ძირითადი ნაწილი ძირითადად ობიექტური პრობლემებიდან გამომდინარეობს.
“ნარმანიას მე ვაფასებ ძალიან დადებითად და მასზე დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც მითქვამს მანამდე. ამის წინ მინიშნებაც მივეცი და შენიშვნად ჩათვალეს, როდესაც ვთქვი, რომ მეთოდურია. ნარმანია თავისი მოღვაწეობით არის მეცნიერი, მეცნიერებიდან წამოვიდა ის პოლიტიკაში და შესაძლოა მთლიანად ეს შელეიფი ვერ მოიშორა. ზედმეტად მკვლევარია, მაგრამ ეს არ აზარალებს იმას, რასაც აკეთებს ნარმანია. შეიძლება ცოტას აყოვნებს, ცოტას აფერხებს, შეიძლებოდა უფრო ცეცხლის დანთება, მაგრამ საერთო ჯამში, ნარმანიას სახით ჩვენ გვყავს ხალხის სამსახურში მდგარი პოლიტიკოსი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

news
: news დეკემბერი 31, 2015 12:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics