ბიძინა ივანიშვილი: ირაკლის ნათესავებთან დაკავშირებით კითხვები იყო

ყოფილი-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ასევე უკვე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს:
,,ირაკლის ნათესავებთან დაკავშირებით კითხვები იყო, მაგრამ მან ამ პრობლემას თავი ღირსეულად გაართვა. ოპოზიცია უმნიშვნელო თემების გაზვიადებას ცდილობდა. ნათესავების პრობლემას მე პირადადაც განვიცდი. ახლო ნათესავებს სურვილი აქვთ, ჩემი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, რის გამოც, კონფლიქტი ხშირად მაქვს. წასვლის ძირითადი მიზეზი ირაკლიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა. მთავარი აზრი იყო – წასვლა წასვლისთვის. ეს, ერთგვარად, ჩემი კურსის გაგრძელებაა. ერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატიით ევროპასაც გავაოცებდით. ღარიბაშვილის ნაბიჯმა კი, ეს გაოცება კიდევ უფრო გააღრმავა”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს (+ვიდეო)
შემდეგი სტატია,,ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს”