,,არც თქვენ იცოდით, რომ პრემიერი გახდებოდით, შესაბამისად ვერც კადრებს ვერ შეარჩევდით”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილისთვის მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო და ამაზე წინასწარ, მისი სახელით დაგზავნილი საახალწლო მილოცვები მეტყველებს.

” ვერ იღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იგივე მთავრობის ფორმირებაში. ამის დადასტურებაა შეუცვლელი მინისტრთა კაბინეტი და სიტყვა-სიტყვით გამორებული ძველი პროგრამა. ეს გასაკვირი არაა, რადგან გადაწყვეტლებებს ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იღებს. შესაბამისად არც ღარიბაშვილმა იცოდა, რომ მას მოხსნიდნენ, სწორედ ამიტომ დააგზავნა წინასწარ მისალოცი ბარათები, რომლებიც ადამიანებს მისდით. არც თქვენ იცოდით, რომ პრემიერი გახდებოდით, შესაბამისად ვერც კადრებს ვერ შეარჩევდით, ამის საშუალება რომც მოეცათ”-მიმართა კვირიკაშვილს დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაში,,როცა ეს ხალხი გიყურებთ, მათ იციან, რომ ეს თქვენი ბრალიცაა”-კანდელაკი კვირიკაშვილს
შემდეგი სტატია“დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ რეალობაში არაფერი იცვლება”