გიორგი კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ პაატა ზაქარეიშვილს კარგი იდეები აქვს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, რა მორალური კრიტერიუმებით ტოვებს მინისტრთა კაბინეტში ზაქარეიშვილს, როდესაც ეს უკანასკნელი, ხელხეულიძის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა.

„პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და ეს იდეები განვიხილოთ. სანუკვარ მიზანს დრო გვაშორებს, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. დრო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ შერიგების პროცესი დავასრულოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა მოწმეთა დაკითხვისა და საპოლიციო გამოსახლების წესთან დაკავშირებულ კანონებს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ამჟამად რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?