გიორგი ბარამიძე: იმედი მაქვს, რომ თქვენი პრემიერობის დროს სიძულვილის პოლიტიკა შეიცვლება

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

იმედი მაქვს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს რაღაც მაინც შეიცვლება ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ იმ პოლიტიკაში, რასაც სიძულვილის და შურისძიების პოლიტიკა ჰქვია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მთელი სამი წლის განმავლობაში მიდიოდა ბატალიები, რომელიც ინსპირირებული, წაქეზებეული და ორკესტრირებული იყო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან.
“პირდაპირ ისმოდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე ფაქტიური მმართველის მხრიდან ადამიანების წაქეზება, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა განხორციელდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მცირედით მაინც შეიცვლება”, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა მოწმეთა დაკითხვისა და საპოლიციო გამოსახლების წესთან დაკავშირებულ კანონებს ხელი მოაწერა