“მაინტერესებს რატომ არ იხსნება ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ეროსი კიწმარიშვილის საქმე? “

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“მაინტერესებს რატომ არ იხსნება ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ეროსი კიწმარიშვილის საქმე? ადასტურებს თუ არა ეს იმას, რომ საქმეებში ხელისუფლების უშუალო კვალი ჩანს?” – ამ კითხვებით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

“საზოგადოებას სჯერა რომ 2012 წლის არჩევნებამდე პატარა ბავშვის სიკვდილი ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენა. მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის არაერთი პირობისა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმის გამოძიებას, არცერტი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ასევე, საზოგადოებას სჯერა, რომ ეროსი კიწმარიშვილის რუსთავი 2 ის წილებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო მოკლეს, ეს აზრი ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამყარა. მაინტერესებს რატომ არ იხსნება ეს საქმეები?!”-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიბატონი გიორგი გამორჩეულია სხვა მინისტრებს შორის, რომელსაც არასდროს ჰქონია ოპოზიციასთან ურთიერთობის კომპლექსი
შემდეგი სტატიანიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!