,,მაინტერესებს მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან მივიღეთ სად წავიდა მერე?”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

“ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ გარე ფაქტორებითაა ეკონომიკის ვარდნა გამოწვეული, რადგან იგივე 2008,2009 წლებში მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა გადაურა, ამ პირობებში კი ჩვენ შევძელით, რომ ეკონომიკური წინსვლა გვქონოდა” – ასე მიმართა “ერთიანი ანციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.
“თქვენ ახსენეთ აბრეშუმის გზა, მაინტერესებს მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან მივიღეთ სად წავიდა მერე? ანაკლიის პორტით თუ ახალქალაქის რკინიგზით გავიდა? სადაა ის პროექტები, რომელიც სწორედ იმ დიდი პროექტის – აბრაშუმის გზის შემადგენელი ნაწილები უნდა ყოფილიყო? ჩვენ მსოფლიოსთვის შეგვეძლო ეს სატრანზიტო გზა შეგვეთავაზებინა.”-განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილსა და სუბელიანს შორის კამათი მოხდა
შემდეგი სტატია,,მაინტერესებს აპირებთ თუ არა ღარიბაშვილის დამოკიდებულების გაგრძელებას”- თაქთაქიშვილი პრემიერს