“ჩვენ საქართველოში ვართ და ეკონომიკის პარამეტრები დოლარში არ განისაზღვრება”

“ჩვენ საქართველოში ვართ და ეკონომიკის პარამეტრები დოლარში არ განისაზღვრება,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საქართველომ 13-14 ქვეყანას შორის შეძლო რომ ეროვნულ ვალუტას დიდი დევალვაცია არ განეხორციელებინა.

“ეკონომიკის პარამეტრები დოლარში არ განისაზღვრება. საქართველოში ვართ ჩვენი ეროვნული ვალუტა არის ლარი. ლარის მსყიდველუნარიანობა იზომება იფლაციით და ლარის ინფლაციის შედეგად იზომება თუ რა მსყიდველუნარიანობა გააჩნია ლარს. მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარებში შემცირდა ასე მოხდა უმეტეს ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოში 13-14 ქვეყენას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დევალვაცია მოხდა. ან კარგია ან ცუდი არ ვამბობ. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ დევალვაციის პირობებში ქვეყნის საკრედიტო პორტფელი ამერიკულ დოლარებშია, აისახება მსესხებლების კრედიტუნარიანობაზე. თუმცა ჩვენ გვქონდა კარგი შეთავაზება ბანკებთან რომ მოეხდინათ მოაქალაქებისათვის სესხების რესტრუქტურიზაცია. დაზუსტებული ინფორმაციაც გვაქვს, რამდენმა მოითხოვა და რამდენი დააკმაყოფილა ბანკში. მოთხოვნის რიცხვი დიდი არ იყო უდიდესმა ნაწილმა სესხი არ გადაანაწილა, ვინც მოითხოვა რესტრუქტურიზაცია ძირითადად დაკმაყოფილდა,” – განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მინდა ჩავიხედო იმ სფეროებში რომელთანაც ვიცე-პრემიერობის დროს შეხება არ მქონია,”
შემდეგი სტატიაეს არ არის საქართველოს მთავრობა – ეს არის ქართუ ბანკის მთავრობა