“მინდა ჩავიხედო იმ სფეროებში რომელთანაც ვიცე-პრემიერობის დროს შეხება არ მქონია,”

“მინდა ჩავიხედო იმ სფეროებში რომელთანაც ვიცეპრემიერობის დროს შეხება არ მქონია,”- ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს.

“მე მინისტრები კი არ უნდა გავიცნო, იმ სფეროებში უნდა ჩავიხედო, რომელთანაც მე ვიცეპრემიერობის დროს შეხება არ მქონია. დამეთანხმებით, ალბათ, პრემიერის პოზიციიდან შეიძლება რაღაცეები განსხვავებულად ჩანდეს სხვადასხვა უწყებებში,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერობის კანდიდატს საპარლამენტო უცმირესობასთან შეხვედრის დროს არ დაუსახელებია თუ კონკრეტულად რომელ მინისტრს შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილებები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატია“ჩვენ საქართველოში ვართ და ეკონომიკის პარამეტრები დოლარში არ განისაზღვრება”