,,მელიქიშვილმა აბსოლუტური ჯოჯოხეთი დახატა თავის შეკითხვებში”

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

ზურაბ მელიქიშვილმა აბსოლუტური ჯოჯოხეთი დახატა თავის შეკითხვებში, – ასე დაიწყო პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობის წევრი დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის კითხვებზე პასუხი. კვირიკაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრისას ეკონომიკაზე საუბარს დიდი დრო დაუთმო და თქვა, რომ პრობლემები ამ სფეროში არის, მაგრამ არსებულ კრიტიკას სრულად არ იზიარებს.

გიორგი კვირიკაშვილი ინვესტიციების შემცირების შესახებ პრეტენზიებს არ იზიარებს და ენერგეტიკის სფეროში გახორციელებულ არაერთ პროექტზე საუბრობს. ასევე შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით წარმოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ბევრი მუშაობა და დროის დაკარგვა მოუხდა იმ პრობლემებზე, რომლებიც დახვდათ მათ ხელისუფლებაში მოსვლისას.

„შემოვლითი რკინიგზის პროექტის მაქსიმალურად ჩქარად განახლებას ვუჭერ მხარს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია. მიზეზი მისი შეჩერებისა იყო ის ნაჩქარევი დასკვნები რაც ახლდა ამ პროექტს. პროექტის მოდიფიცირება უკვე მოხდა და მე ვარ მომხრე, რომ მაქსიმალურად ჩქარა განახლდეს ეს პროექტი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„კულტურის სამინისტროში მანანა ბერიკაშვილის დიქტატურა უნდა დამთავრდეს!“
შემდეგი სტატია“ნოდარ ხადურმა ისეთი ცვლილებები შემოგვთავაზა, მეც გამიკვირდა”