„კულტურის სამინისტროში მანანა ბერიკაშვილის დიქტატურა უნდა დამთავრდეს!“

„კულტურის სამინისტროში მანანა ბერიკაშვილის დიქტატურა უნდა დამთავრდეს!“

სკანდალი – მარინა მიქაუტაძე ნეპოტიზმის ფაზტებს ასაჯაროებს  

 

„კულტურის  სამინისტროში მანანა  ბერიკაშვილის  დიქტატურა უნდა   დამთავრდეს,“ – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარინა მიქაუტაძემ, რომელიც მას შემდეგ კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა, რაც მედიაში კულტურის მინისტრის აწ უკვე მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ გიორგაძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის აცხადებს, რომ კულტურის სმაინისტრომ კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამინისტროს აუდიტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დარღვევევბი ვერ აღმოაჩინა. აქვე, შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, „თაიმერმა“ მარინა მიქაუტაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქალბატონი მიქაუტაძე სახელოვნებო სასწავლებლის ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ბრალდებებს უყენებდა. ამჯერად, მარინა მიქაუტაძე აცხადებს, რომ სააშკარაოზე ის ახალი ფაქტები გამოაქვს, გიორგი მარგველაშვილს „სამარცხვინო რექტორს“ უწოდებს და დასძენს, რომ „ამ   ბოროტების  ხელშემწყობი და მთავარი ლობი“ კულტურის  სამინისტროა. ამ ბრალდებებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირკაშვილს მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრად, ალბათ, აღარ უდა წარედგინა, მაგრამ როგორც ჩანს, ახალ მთავრობაში გორგაძე პოსტს ისევ მიიღებს, თუმცა არც ის არის გამორცხული, რომ კვირიკაშვილმა ყველაფერ იმაზე, რაზეც მარინა მიქაუტაძე ლაპარაკობს, არაფერი იცის.

awert

 

მარინა მიქაუტაძე: – მიმდინარე წლის  22 დეკემბერს, სამთავრობო ადმინისტრაციიდან  წერილი წამოვიღე, რომელსაც უკვე 3 თვეა , კულტურის  სამინისტრო არ მიგზავნის და მალავს.   2015  წლის 15  ოქტომბრით დათარიღებულ წერილს ხელს აწერს  კულტურის სამინისტროს  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი თამარ თევზაძე.

– ეს წერილი რატომ არის მნიშვნელოვანი?

– საქმე  შემდეგშია: 2015 წლის  11  სექტემბერს, საინიციატივო  ჯგუფმა მაშინდელი პრემერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადება შევიტანეთ, რომელსაც თან  ერთვოდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა როგორც  გაყალბებული, ასევე, ნამდვილი დიპლომი.      სამთავრობო ადმინისტრაციამ ყველა დოკუმენტაცია კულტურის  სამინისტროს  გადაუგზავნა.  ამის  შემდეგ, 2015 წლის 22 სექტემბერს, კულტურის სამინისტროს     მონიტორინგის დეპარტამენტის მთავამა სპეციალისტმა, გიორგი  ბაბუციძემ  დაფარული  ნომრით  ორჯერ  დამირეკა.

– ქალბატონო მარინა, დაფარულ ნომერს ხაზს რატომ უსვამთ?

– მოგახსენებთ. ბაბუციძემ მითხრა, სამთავრობო  ადმინისტრაციიდან  გადმოიგზავნა  წერილი თანდართული  ყალბი დიპლომებითო და  მოითხოვა იმ  კურსდამთავრებულთა  სატელეფონო  ნომრები მომთხოვა, რომელთაც  ყალბი  დიპლომები  ქონდათ, რაზეც უარი ვუთხარი.  ვინაიდან კულტურის სამინისტროს აუდიტებმა ყალბი  დიპლომების საქმე თავის დროზე არ შეისწავა.

ვკითხე  ბაბუციძეს,  თუ  რატომ  მირეკავდა  სახელმწიფო მოხელე  დაფარული ნომრიდან,  რაზეც ძალიან დაბნეული პასუხი  მივიღე…

ამის   შემდეგ „ჯეოსელიდან“ სატელეფონო  ზარების დეტალური ამონაწერი    ამოვიღე და ერთი  მეტად საინტერესო  ფაქტი გავარკვიე

– კერძოდ?

–  ჩემს  მობილურზე, როგორც გითხარით, დაფიქსირდა  ფარული  ნომერი, რომლითაც  გიორგი ბაბუციძემ  დარეკა,  ხოლო ამონაწერში კი ფიქსირდება   საინიცეატივო  ჯგუფის წევრის, ბატონ  მერაბ  გეგიას  მობილურის  ნომერი და ეს მაშინ,  როდესაც  თავად მერაბ  გეგიას  ამ დროს თავის ტელეფონით არ უსარგებლია  და  აღნიშნულ  ნომერზე  საერთოდ  არ  დაურეკავს, ანუ მისი ნორით  გიორგი ბაბუციძემ ისაუბრა. პირველი სატელეფონო საუბარი  გაწყდა,  შემდეგ,  ბაბუციძის მხრიდან  ისევ  განმეორდა  ფარული  ნომრიდან  ზარი  და  ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბარი  გაგრძელდა.  ამონაწრში კი  დაფიქსირდა   სხვა  ნომერი…

წარმოიდგინეთ, საქმე, რომელიც   სისხლის სამართლის მუხლით არის  აღძრული   და ამ  დროს  სახელმწიფო მოხელე დაფარული ნომრით  მესაუბრება.

– თუ მერაბ გეგიას თავისი ტელეფონით არ უსარგებლია, მისი ნომრიდან კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა როგორ დაგირეკათ? – ეს ცოტა გაუგებარია!     

– იმისთვის,  რომ ადამიანმა მსგავსი  სატელეფონო მანიპულაცია  განახორციელოს, ამისთვის საჭიროა, მას წვდომა  ქონდეს  საქართველოს  სატელეფონო  სივრცეზე,  რომელიც მთელი ქვეყნის სატელეფონო ქსელს ფარავს, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისთვის  ხელმიუწვდომელია  და საინტერესოა, როგორ მოახერხა ეს ბაბუციძემ? ამ  ფაქტთან დაკავშირებით ჩნდება ლოგიკური  კითხვა: როგორ, ან  ვისი დავალებით შეძლო?

– მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს არ აცნობეთ?

– დიახ, პროკურატურაში  ჩვენება მივეცი.  ბუნებრივია, დაგვებადა  ეჭვი, რომ  კულტურის სამინისტრო  საქმის  ჩაფარცხვას აპირებდა და   ეს ეჭვი გამართლდა.   წერილში, რომელიც სამთავრობო  ადმინისტრაციიდან წამოვიღე, თამარ  თევზაძე  წერს: „ კურსდამთავრებულ  ლაშა ა-შვილისთვის მოხდა დიპლომის შეცვლა, ფიქრია  ყ-შვილმა და თამარ  ხ-ძემ  მიმართეს უნივერსიტეტს და მიმდინარეობს  მათი  დიპლომების შეცვლის პროცედურა. ხოლო  სალომე ე-შვილმა უარი  განაცხადა   დიპლომის გამოცვლაზე.“

მოკლედ, სამინისტრო, დამნაშავე  რექტორ გოგი მარგველაშვბილთან ერთად, ჩუმად  ცვლის გაყალბებულ  დიპლომებს ისე, რომ  დამნაშავეებს პასუხს არ სთხოვს. ამ  დროს  ამ  საქმეზე  პროკურატურაში  ჩვენებები დევს. რექტორმა და მისმა ადმინისტრაციულმა  აპარატმა, ასევე, ჩუმად  გამოუცვალეს  დიპლომი 2014 წლის  სექტემბერში თეატრისა და კინოს  უნივერსიტეტის კურსდამტავრებულ „ტელეიმედის“ ყოფილ  ჟურნალისტს. ჩვენ  გვაქვს  ინფორმაცია,  რომ ამ კურსდამთავრებულმ მთავრობიდან კაცი ჩარია და მხოლოდ ასე გაიტანა  ნამდვილი   დიპლომი, რაც განათლების ხარისხის  ცენტრშიც დაგვიდასტურეს და გვითხრეს, აქ  ერთი ამბავი  ატყდა, მთელი  ცენტრი  ფეხზე დააყენა,  მაგან  მთავრობიდან კაცი   ჩარია და ასე  წავიდა  აშშ-იო. ეს  ამბავი, რასაკვირველია, ჩუმად ,,მოაგვარეს“, მაგრამ ჩვენ  მაინც  გავიგეთ

რაც  შეეხება  სალომე ე-შვილის  დიპლომს, ეს ცალკე   განხილვის თემაა.

– რატომ?

– საერთოდ, ეს ამბავი ე-შვილის  დიპლომით  „გასკდ“, ანუ როცა სალომე  ე-შვილმა და მისმა მეუღლემ აშშ-ში წასვლა გადაწყვიტეს, თეატრალურის  კურსდამთავრებულ სალომეს  დიპლომი დაუბრუნეს და უთხრეს, რომ ყალბი იყო. ამის შემდეგ მოხდა  უფრო  დეტალური შესწავლა-გამოკვლევა და მინისტრმა ნოდარ  ხადურმა, დანაშაულებრივი  ფაქტების  სიმძიმიდან  გამომდინარე, საქმე  პროკურატურას თავად გადაუგზავნა.

2013 წლის 18  იანვარს, საფინანსო  პოლიციაში   შევიტანე განცხადება, რომელიც უნივერსიტეტის  სასწავლო  ცენტრში არსებულ კორუფციულ-ფინანსურ  მაქინაციებს ეხებოდა, მაგრამ ფინანსურში მარგველაშვილის ლობისტებმა საქმე ისე დახლართეს ,  რომ დროის გაწელვის მიზნით, ერთ წელიწადში, 3  გამომძიებელი შეგვიცვალეს. ერთ-ერთმა  გამომძიებელმა კი გვითხრა,  გააჩერეთ  კულტურის  სამინისტროდან მანანა  ბერიკაშვილი და  თუ  საქმის  გამოძიება და დასრულება არ შეგვიძლია, მაგასაც ნახავთო! ვინაიდან  ფინანსურში საქმე ასე  გაგვირთულეს  და  თანაც  უნივერსიტეტიდან გვითვლიდნენ, სანამ  ჩვენი  მანანაა, თითს  ვერავინ  დაგვადებსო, ამიტომ  ჩვენც  შესაბამისად   ვმოქმედებდით.

– ანუ, როგორ?

– ჩვენც  ჩავრიეთ  ახლობლები და  ფინანსურში  შევხვდით  არაერთ  მაღალ ჩინოსანს, მათ შორის, გიგა  ბუაძეს და დღევანდელ მთავარ პროკურორ ირაკლი  შოთაძესაც, რომელიც  თავჩახრილი მისმენდა. მისი მოქმედება კი რეალურად ნოლი იყო…

2014  წლის  21  იანვარს, პროფესორ-მასწავლებელთა  საინიციატივო ჯგუფის  წევრები შევხვდით  მთავრობის კანცელარიის  უფროსს, ქალბატონ  მაია   ცქიტიშვილს, რომელსაც, სხვა  მასალებთან  ერთად, სალომე  ე-შვილის დიპლომიც    დავუტოვეთ. ქალბატონმა მაიამ აღნიშნული მასალები გადაუგზავნა  ფინანსთა  მინისტრ  ნოდარ  ხადურს, საიდანაც საქმე, როგორც გითხარით, ჯერ საფინანსო  პოლიციაში გაიგზავნა, შემდეგ კი – თბილისის პროკურატურაში. პროკურატურაში თეატრისა  და  კინოს   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ხელმძღვანელი თანამშრომლების   მიმართ უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების    ფაქტზე საქმე  სისხლის  სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის  პირველი  ნაწილით  არის  აღძრული და ამ საქმის ნომერია 010108493, თუმცა ძიება შუა პროცესში გაჩერდა და საქმე ბოლომდე არ მიდის! არადა, გოგი მარგველაშვილისა და მისი დამნაშავე გარემოცვის წინააღმდეგ 15  ბრალდებაა წაყენებული…

გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრობიდან ისე მოინელა მანანა ბერიკაშვილმა, რომ  ოდიშარია საერთოდ გაგებაში არ იყო და  ამ საქმეში არც ჩაუხედავს. რაც შეეხება მიხეილ  გიორგაძეს, ვერც  მან  გაამართლა  მინისტრად.

– ქალბატონო მარინა, ამას რითი ასაბუთებთ?

– 2014 წელს, გიორგაძეს შევხვდით და მასთან საათნახევრიანმი საუბარი გვქონდა    ამ  დანაშაულებრივ  ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, მხოლოდ  ის შედეგი მივიღეთ, რომ  კულტურის სამინისტროდან თეატრალურ უნივერსიტეტში შევიდა  სამინისტროს აუდიტის სამსახური  და  ჩვენს მიერ  მიწოდებული 12-პუნქტიანი დანაშაულების დარღვევბიდან  8  საერთოდ არ შეისწავლა,  4  საკითხი  – ძალიან ზედაპირულად და მხოლოდ ერთ საკითხზე, ანუ ე.წ. ენციკლოპედიის საქმეზე დაწერა დარღვევა. სხვათა შორის, ამ საქმეში 500  000-ლარამდეა  გაფლანგული საბიუჯეტო  თანხა.  ეს საკითხიც  ჩვენი,  პროფესორ-მასწავლებელთა  საინიციატივო ჯგუყფის ძალისხმევით გამოაშკარავდა – 2014 წლის 10 დეკემბერს, ჩვენ თავად შევედით  თეატრისა და კინოს სახელმიწო უნივერსიტეტში და პირადად  ვესაუბრეთ კულტიურის სამინისტროს  აუდიტებს – ვაჟა  ხმალაძესა და კახა კაკაჩიას და  დიდი ბრძოლის  შემდეგ, მივაღწიეთ, რომ  ეს ერთი საკითხი დანაშაულად  აღიარეს. დიახ, რომ არა ეს შეხვედრა და ჩვენი ძალისხმევა, აუდიტის დასკვნაში ამ საკითხსაც  არ ჩაწერდნენ.  სწორედ ამ შეხვედრის  დროს, კულტ სამინისტროს  აუდიტმა ვაჩა ხმალაძემ სიცილით გვითხრა, ყველაზე  კარგად  საქმე დიპლომების  კუთხით

გვაქვს,  გამოიცვლება ზურა  ნ-შვილის დიპლომი მესამედ და  ამოიწურება,  მერე რა, თუ სახელმწიფო  აუდიტს შემოიყვანთ, იქაც  ჩვენი ბიჭები  არიან და ვერაფერს დაამტკიცებთო. მართლაც, კულტურის სამინისტრომ  კიდევ ერთი  მორიგი საოცრება მოახდინა – მესამედ  გამოცვალა ზურაბ  ნ-შვილმა   დიპლომი და ამ მესამე  დიპლომის პირადი ნომერი, რაც ერთადერთი და განუმეორებელია, დაემთხვა სალომე ე-შვილის დიპლომის  პირად  ნომერს. ამის შესახებ შევატყობინეთ  განათლების ხარისხის ცენტრს, სადაც  გვითხრეს, დიპლომი უნდა გამოიცვალოსო. ამ  ამბავთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროდან თამარ თევზაძე  გვწერს, რომ  ,,სალომე ე-შვილის დიპლომი  ნამდვილია.“ აი,  ასეთი ,,ბრძენი“, „მცოდნე“ და  ,,სამართლიანი“ კადრები  მართავენ კულტურის სამინისტროს  მანანა  ბერიკაშვილის  ხელმწიფებით!

– მანანა ბერიკაშვილი რა შუაშია?

– ამასაც მოგახსენებთ. ყოველივე ამის  შემდეგ, მივმართეთ  ჟურნალისტურ  გამოძიებას, რომელიც, ასევე, სამარცხვინო რექტორ მარგველაშვილის ლობისტებმა  ჩაშალეს, თუმცა ჟურნალისტმა გამომძიებელმა  მოასწრო მტკიცებულებების  ამოღება, რასაც  უნივერსიტეტის იურისტი  ირაკლი ნარმანია (თბილისის  ამჟამინდელი მერის, დავით  ნარმანიას ძმა) ადასურებს, რომ  უნივერსიტეტში  გოგი  მარგველაშვილის რექტორობის პერიოდში, წლების მანძილზე, 5 000 გაყალბებული  დიპლომია გაცემული და თავად  ნარმანია  პირად საუბრებში უნივერსიტეტის  მმართველ  აკადმიურ საბჭოსა და მარგველაშვილს ,,ბანდას“ ეძახის.

დღესდღეობით ასეთი სიტუაციაა: გვინდა  მინისტრ  მიხეილ  გიორგაძესთან  შეხვედრა და ამ  დანაშაულებრივი  ფაქტების შესახებ  საუბარი, თუმცა კულტურის  მინისტრი  პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო  ჯგუფს არ  გხვდება  და გვემალება, ვინაიდან  ,,ყოვლიშშემძლე“  მანანა  ბერიკაშვილი, რომელიც გოგი მარგველაშვილის მთავარი  ლობისტი, მინისტრს ამის  უფლებას არ აძლევს.

ასევე, ძლიერ  ხელშემშლელ  ფაქტორს  წარმოადგენს კულტურის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე  ლევან  ხარატიშვილი, რომელიც  სამინისტროში ბერიკაშვილმა  მიიყვანა და  რომლის დედაც, თამარ (ტატა ) ვეფხვაძე  მუშაობს თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის  უფროსად. სწორედ თამარ  ვეფხვაძეა, რექტორ  გოგი მარგველაშვილთან ერთად, პასუხისმგებელი პირი დიპლომების გაცემის  ხარისხზე. ლევან  ხარატიშვილის  მამიდაც,  მარინა  ხარატიშვილი 2006 წლიდან  თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტში მუშაობს და ამჟამად დრამის ფაკულტეტის ხარისხის  მართვის  უფროსია.

– ეს დანაშაული რატომ არის, ქალბატონო მარინა?

– ნეპოტიზმი დანაშაული არ არის? ასევე, მათ  უკან დგას თეატრისა და კინოს  უნივერსიტეტის  სრული  პროფესორი,  აკადემიური  საბჭოს  წევრი, გოგი მარგველაშვილის ლობისტი, დეპუტატი  ალექსანდრე  (ნუკრი) ქანთარია.

საერთოდ,  თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერიტეტი ნეპოტიზმის სავანეა და ამას ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტებიც მოწმობენ:

  1. ნუკრი ქანთარიას შვილი, გიორგი ქანთარია თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ვასილ კიკნაძე ბერიკაშვილების ოჯახის არაოფიციალური წევრი და ,,რუხი კარდინალია“, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი, ამჟამად კი, სამეცნიერო ცენტრის  ხელმძღვანელია. ვასილ კიკნაძის შვილი, მაია კიკნაძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; ვასილ კიკნაძის ძმისშვილი, ეკატერინე კიკნაძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის არქივის ხელმძღვანელია. მისი

ნათლულები – დათო ჯანელიძე, მისი მეუღლე,  მაკა ვასაძე, გიორგი შალუტაშვილი და მისი და  ნინო შალუტაშვილიც იქ მუშაობენ. კერძოდ, დათო  ჯანელიძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის დეკანი იყო 2007-2014 წლებში. ამჟამად კი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავჯდომარე და ასოცირებული პროფესორია. დათო ჯანელიძის მეუღლე, მაკა ვასაძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა  ,,კენტავრის”  დირექტორია. მაკა ვასაძის ძმა, გიორგი ვასაძე  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტამბის გამგეა. ვასილ კიკნაძის ნათლული გიორგი შალუტაშვილი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგია, 2012-2014 წლებში წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე იყო და ამჟამად დრამის ფაკულტეტის დეკანია. გიორგი შალუტაშვილის და,  ნინო შალუტაშვილი თეატრისა და კინოს  უნივერსიტეტის მთავარი  ბუღალტერია.

თამილა ქამუშაძეც (ირმა და ნანა დოლიძეების დედა) ბერიკაშვილების ოჯახის არაოფიციალური წევრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა-დოქტორანტურის  განყოფილების უფროსია. მისი შვილი ნანა  დოლიძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის  პედაგოგია და, ასევე, მუშაობს კულტურის სამინისტროში, კინოს დარგში (კულტურის სამინისტროში წაიყვანა მანანა  ბერიკაშვილმა) ; ირმა დოლიძეც მუშაობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში და ისიც მანანა ბერიკაშვილმა წაიყვანა.

ირინა თევდორაძე საორგანიზაციო სამსახურის უფროსია, მისი ნათესავია გიორგი ფხაკაძე, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელია. გია ცქიტიშვილი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტრეტის დეკანი, სრული პროფესორი და  ვასილ კიკნაძის  ფავორიტია; მისი მეუღლე ქეთევან ტრაპაიძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

გივი ბასიაშვილი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი მთავარი ბუღალტერია, რომელიც რექტორმა გოგი მარგველაშვილმა 2010 წელს შემცირებაში მოაყოლა და სამსახურიდან გაუშვა, ვინაიდან  გივი ბასიაშვილმა რექტორი გ. მარგველეშვილი ამხილა კორუფციაში. 201-2012 წლებში გივი ბასიაშვილმა  ორჯერ მისცა ჩვენება სისიხლის სამართლის საქმეზე, სადაც აღნიშნული ფაქტები დაადასტურა.  ამჟამად გივი ბასიაშვილზე გოგი მარგველაშვილისა და მისი ლობისტების მხრიდან არის ზეწოლა, აშანტაჟებენ შვილის სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ ის სიმართლეს იტყვის. მისი შვილია თამუნა ბასიაშვილი, რომელიც თეატრისა და  კინოს უნივერსიტეტის საორგანიზაციო განყოფილებაში მშაობს.

ზაზა  აბულაძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კანცლერი დ ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელია. ის თეატრალურში თამარ ვეფხვაძემ მიიყვანა.

მიხეილ  ჭაჭუკაშვილი შ.პ.ს ,,ლოგიკის” მეპატრონეა,  სადაც  იბეჭდება  თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტის  გამოუსადეგარი-ყალბი  დიპლომები.

დამავიწყდა, მეთქვა, თამარ  ვეფხვაძის შვილი, ლევან ხარატიშვილი კულტურის სამინისტროში წაიყვანა  მანანა   ბერიკაშვილმა ჯერ მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე, 2014 წლის აგვისტოდან კი ლევან ხარატიშვილი დაინიშნა მინისტრის მოადგილედ. სწორედ  ამიტომ  შემოგვითვალა თამილა ქამუშაძემ, სანამ  ჩვენი მანანა  კულტურის სამინისტროშია, მანმადე  გოგი მარგველაშვილს  თითს  ვერავინ  დააკარებსო. ხოლო რექტორი  გოგი მარგველაშვილი  გვითვლის, წერეთ  და  იკითხეთ, რამდენიც  გინდათ,  პრესა თქვენია, პროკურატურა – ჩემიო. დეპუტატი ნუკრი  ქანთარია კი ამბობს, რამდენიც  გინდათ ილაპარაკეთ, 20 წლის შემდეგ ეგ ამბები არავის ემახსოვრება, არაფერი გამოგივათო.

 

P.S. ამ ინტერვიუთი „თაიმერი“ არაფერს ამტკიცებს და იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარეს პასუხის სურვილი ექნება, „თამერი“ მზადაა, მასაც მოუსმნოს.

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ასე არჩევს კადრებს და ეს ქვეყანასაც ეტყობა
შემდეგი სტატია,,მელიქიშვილმა აბსოლუტური ჯოჯოხეთი დახატა თავის შეკითხვებში”