რა დამსახურებისთვის გაათავისუფლეს ვადაზე ადრე რამაზ არონია

რა დამსახურებისთვის გაათავისუფლეს ვადაზე ადრე რამაზ არონია

nona ubilava„პოლიტპატიმარმა“ არონიამ საპყრობილე დატოვა. საკითხავია, რა დამსახურებისთვის გაათავისუფლეს ვადაზე ადრე? მივმართავ ყველა დევნილს: არაა გამორიცხული, რომ მან თაღლითური სქემების გახორციელება განაახლოს. ნუ წამოეგებით მის ანკესზე! ამასთან, მივმართავ მის ლობისტებს: ნუ წამოეგებით არონიას შანტაჟს! თუ რომელიმე მხარე გადადგამთ თუნდაც ერთ ნაბიჯს და გააგრძელებთ თაღლითობას და მის ხელის გადაფარებას, გპირდებით, ამას დავაბრუნებ იქ, საიდანაც გამობრძანდა და არც თქვენს ლუსტრაციას მოვერიდები,“ – აცხადებს ნონა უბილავა და გარკვეულ პირებს შეახსენებს, რომ თავის დროზე დაინდო.
„როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ეფექტურ პროგრამებს ახორციელებს, არ საჭიროებს თაღლითების შუამდგომლობას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თითოეულ დევნილს შეუძლია, მიმართოს უწყების შესაბამის განყოფილებას. უკიდურეს შემთხვევაში, საქმის გარკვევა მისაღებია მოხდეს სახელმწიფო უწყებებში. აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში მოქმედებს სხვადასხვა სახის შემწეობები. არც ამ უწყებას სჭირდება არონიას ლობირება. კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გთხოვთ, იყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. ნუ გახდებით მსხვერპლნი. იყავით ყურადღებით, გაერკვიეთ კანონებში და დაიცავით საკუთარი უფლებები, – აცხადებს ნონა უბილავა.

შეგახსენებთ: არასამთავრო ორგანიზაცია ” დევნილთა უფლებების დაცვის» თავმჯდომარე რამაზ არონია სავარაუდოდ, თანხის გამოძალვის და თაღლითობის ფაქტზე დაიჭირეს: მოქალქისგან ხუთასი ლარი ქრთამი აიღო იმის სანაცვლოდ, დევნითა ჩასახლებაში ბინას უშოვიდა. რამაზ არანონიამ საზოგადოების ყურადღება თავის დროზე რადიკალური აქციებით მიიქცია. ერთ-ერთ აქციაზე პირიც ამოიკერა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მხარდაჭერის გამო 18 წლის მოზარდი რუსეთში თვითმკვლელობამდე მიიყვანეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს