ბუტაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

BUDAPESHTIბუტაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილს თავში გამავალი ჭრილობა აქვს და მისი მძიმე მდგომრეობიდან გამომდინარე ამ დრომდე ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება. დაჭრილი ახალგაზრდას ნათესავები და მეგობრები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან და ექიმებისგან პასუხს ელიან.

ბუდაპეშტის ქუჩაზე 21 წლის ბიჭი დღეს საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. სროლა, როგორც მეზობლები აცხადებენ 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესს
შემდეგი სტატიათურქეთმა რუსეთის სანქციებისგან ტურიზმის დაცვა გადაწყვიტა