ნეტავ რას ფიქრობს ამაზე “ვენეციელი ვაჭარი”- გამსახურდია მურუსიძის დანიშვნაზე

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი

,,ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას რაც შეეხება, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ისე FB-ის ისრები შტორმზეა მიმართული”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მურუსიძის არჩევის ფაქტს პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი.
,,ცნობისთვის: იუსტიციის საბჭოს ყავს 15 წევრი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ჩათვლით. წულუკიანის მიერ კოჰაბიტაციის პროცესში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით 5 მათგანი პარლამენტს უნდა აერჩია, მაგრამ აქედან 1 ადგილი ჰაერში დარჩა. რატომ? იმიტომ, რომ 100 ხმა ჭირდებოდა და მას არც ერთმა იქაურმა ფრაქციამ ხმა არ მისცა. ეს 1 ადგილი იმთავითვე განწირული იყო. ამრიგად პარლამენტის მიერ მხოლოდ 4 წევრი იქნა რეალურად არჩეული: სოფრომაძე, გოცირიძე, მამულაშვილი და თორდია. მამულაშვილი არ დადის ავადმყოფობის გამო და პროცესს გამოთიშულია.
პრეზიდენტიც ერთ წევრს ნიშნავს – მან ვ. მჭედლიშვილი აირჩია. დანარჩენი 8 წევრი მოსამართლეები არიან. ისინი მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია. თუ პარლამენტის მეოცნებე წევრები ხმას არ მისცემდნენ, მურუსიძე ვერ იქნებოდა არჩეული.
მურუსიძის არჩევით ხმის მიმცემმა წევრებმა (ალანიამ, გაბინაშვილმა, გეწაძემ, გოცირიძემ, თოდუამ, თორდიამ, მეიშვილმა, სილაგაძემ, სოფრომაძემ და თევზაძემ) გარდა იმისა, რომ ლახვარი ჩასცეს “ქართული ოცნების” ავტორიტეტს, მათ გაანადგურეს თავად სააპელაციო სასამართლოს, მოსამართლეთა კორპუსის იმიჯი და ავტორიტეტი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მინდია უგრეხელიძის მეუღლის ევა გოცირიძის მონაწილეობა ამ საქმეში.
P.S. ნეტავ რას ფიქრობს ამაზე “ვენეციელი ვაჭარი”, (ვენეციის კომისიაში მივლინებული….) ქართული მართლმსაჯულების მამად და კორიფედ წოდებული მინდია უგრეხელიძე? ოდესღაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ ამოტივტივებული და მისივე ამომრჩეველი პარლამენტის წევრთა უკანონოდ გამსამართლებელი, ქვეყნის დამაქცევარი ხუნტის მოსამართლე?”- წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშივინ ტოვებს მინისტრთა კაბინეტს-“არა ერთი არამედ რამდენიმე ცვლილება”
შემდეგი სტატია“ქართული პასპორტების გაცემა კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი იქნება”