“ეს არის საზოგადოების სრულიად სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ არჩევის ფაქტს ეხმაურება.

“მე პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, პატივს ვცემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, არ ვერევი მათ საქმიანობაში და ვერ მოვახდენ მათი გადაწყვეტილების რევიზიას, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ბატონი მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება!“,-წერს მანანა კობახიძე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: მურუსიძის არჩევით, სამართლიან სასამართლოზე საუბარი სრულდება
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა