თამარ სანიკიძე: შეტყობინება, რომ პოსტი უნდა დავტოვო, არ მაქვს

tamar-sanikidze

განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თამარ სანიკიძის განცხადებით, მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მინისტრთა განახლებულ კაბინეტში ის განათლების მინისტრად აღარ განიხილება.

სანიკიძე ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კონსულტაციებს ადგილი არ ჰქონია და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

“ზოგადად, კანდიდატურებთან დაკავშირებით, როგორც წესი, იმართება ხოლმე კონსულტაცია. ასეთ კონცულტაციებს ადგილი არ ჰქონია. შეტყობინება, რომ პოსტი უნდა დავტოვო, არ მაქვს. ეს ინფორმაცია მედიიდან გავიგე. ალბათ თქვენ გყავთ ის სანდო წყარო, ვინც გაწვდით ამ ინფორმაციას და მისი სანდოობა წყაროდან უნდა გადაამოწმოთ. ვფიქრობ, რომ ნორმალური და ლოგიკურია, როცა ახალი პრემიერი მოდის და გუნდი კომპლექტდება. მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ჯერ დავაზუსტოთ, ვინ იქნება პრემიერი, შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იქნება თანმდევი და არა წინმსწრები”, – აღნიშნა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“საპარლამენტო უმრავლესობას შევახსენებ, რომ ყოველი წამი, წუთი, საათი, კვირა, დღე, თვე მათი მმართველობისა არის უდიდესი დანაშაული”
შემდეგი სტატიავანო მაჭავარიანი: რამდენიმე დღეში მიიღეს გადაწყვეტილება, ივანიშვილი არის ჩართული აქტიურად