თამარ სანიკიძე: ყველა მონდომებულია, რომ გადაწყვეტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატია.
როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, კანდიდატების წარდგენა მმართველი პარტიის კოალიციის პრეროგატივაა და მსჯელობა რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, თამარ სანიკიძის თქმით, ამის შესახებ განცხადებები კოალიციიდან უკვე გაკეთდა.
“რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, ბატონი კვირიკაშვილი, ბახტაძე, თუ არ ვცდები დიმიტრი ქუმსიშვილზეც იყო საუბარი. ეს არის კოალიციის გადასაწყვეტი, მმართველი პარტიაა, მას აქვს ეს პრეროგატივა, უფლება. რა თქმა უნდა, იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ნამდვილად ყველა მონდომებულია, რომ გადაწყვეტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: კაციობრიობა ვითარდება, საქართველო კი მსოფლიოს ჩამორჩა
შემდეგი სტატია“საპარლამენტო უმრავლესობას შევახსენებ, რომ ყოველი წამი, წუთი, საათი, კვირა, დღე, თვე მათი მმართველობისა არის უდიდესი დანაშაული”