სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს სხვა პრემიერიც შეასრულებს იგივე მოვალეობას
სხვა სტატიები
- „როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა ჯარის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ არმიაში” – ნადირაშვილი იზორიას მიმართავს
- “ჩვენთან გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი”- გიორგი მარგველაშვილი ფიქრი ჩიხრაძეზე
- გიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ეკონომიკა რეგიონში წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სერგო რატიან გამოეხაურა.
“ღარიბაშვილი ასრულებდა მომსახურე პერსონალის მოვალეობას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს სხვა პრემიერიც შეასრულებს იგივე მოვალეობას . ამიტომ ვინ შეასრულებს ამ მოვალეობას ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარი არის ის რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხედავს და არ აღიარებს იმ პრობლემებს რაც არის ქვეყნის წინაშე. ეს არის უბრალოდ ცვლილება ცვლილებისთვის, ან სახის ცვლილება, რადგან ხედავენ რომ ხალხის უკმაყოფილება მზარდია“- განაცხადა სერგო რატიანმა.