ალექსეი პუშკოვი: საქართველო გამოხატულად ანტირუსული სახელმწიფო აღარ არის

რუსული მხარე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართულ საგარეო პოლიტიკას. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

“რაც შეეხება დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეს ლოგიკური ნაბიჯია რუსეთის მხრიდან. ვლადიმერ პუტინი საუბრობდა სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების შესაძლებლობაზე. და ეს უკავშირდება იმ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილის წასვლის შემდეგ ვხედავთ. საქართველო გამოხატულად ანტირუსული სახელმწიფო აღარ არის.  საქართველოს ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის უნდა დააბალანსოს ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირსა და რუსეთთან და არა მხარი აუბას ანტირუსულ ტენდენციებს. მოსკოვმა რამდენჯერმე მიანიშნა თბილისს, რომ კრემლი მზადაა მოლაპარაკებების გაღრმავებისთვის”,- განაცხადა პუშკოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შესაძლებელია თურქეთიდან ტანსაცმლის შეტანა აკრძალოს
შემდეგი სტატიადანიის პრინცი ავსტრალიის ნაპირზე გადაარჩინეს